ფეხბურთი | ნიკოლოზ დადიანი – მალტასთან თამაშისთვის მზად ვართ და ვეცდებით, სამი ქულა მოვიპოვოთ #1TVSPORT

11:35, 31.03.2026

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებმა, ლუკა პარკაძემ და ნიკოლოზ დადიანმა კომენტარი გააკეთეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტასთან გასამართ საშინაო მატჩზე.

უმცროსი „ჯვაროსნები“ დღეს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მალტის 21-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლებენ. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

ლუკა პარკაძე: „სამწუხაროა, რომ ლატვიასთან შეხვედრა ისე არ დასრულდა, როგორც გვსურდა. გვასალიას გაძევების შემდეგ 10 ფეხბურთელით დავრჩით და ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. რაც შეეხება მალტასთან მატჩს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამი ქულა ავიღოთ და ეს შეკრება დადებითი შედეგით დავასრულოთ“.

ნიკოლოზ დადიანი: „წინა თამაში გავაანალიზეთ, ვნახეთ ჩვენი ხარვეზებიც და დადებითი მომენტებიც. ასევე განვიხილეთ მეტოქის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მალტასთან შეხვედრისთვის ყველა ფეხბურთელი მზად არის. ვეცდებით, სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ“.

მსგავსი