ფეხბურთი | ნიკოლოზ ჩიქოვანი „უოტფორდში“ დაბრუნდა - ინგლისელები მისი განვითარებით კმაყოფილები არიან #1TVSPORT
ნიკოლოზ ჩიქოვანი ბელგიურ „შარლერუაში“ იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ „უოტფორდში“ დაბრუნდა, – ინფორმაციას ინგლისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„პერსპექტიული თავდამსხმელი ნიკოლოზ ჩიქოვანი იჯარის დასრულების შემდეგ „უოტფორდში“ დაბრუნდა და განვითარების მომდევნო ეტაპს ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს.
ფეხბურთელი ზაფხულში „უოტფორდს“ „დინამო თბილისიდან“ ხუთწლიანი კონტრაქტით შეუერთდა, სეზონის პირველი ნახევარი კი ბელგიურ „შარლერუაში“ იჯარით გაატარა. მსგავსი გზა ადრე მისმა თანამემამულე გიორგი ჩაკვეტაძემაც გაიარა.
18 წლის ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ „შარლერუას“ სარეზერვო გუნდში თამაშობდა, სადაც ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო. ახლა ის ხავი გრასიას ხელმძღვანელობით ივარჯიშებს და, სავარაუდოდ, თავდაპირველად 21-წლამდელთა გუნდში ითამაშებს“, – წერს „უოტფორდის“ ოფიციალური გვერდი და სპორტული დირექტორის თანაშემწის, ვალონ ბეჰრამის კომენტარს აქვეყნებს.
„ჩიქოვანი კიდევ ერთი პერსპექტიული მოთამაშეა, რომლის იჯარის შემდეგ დაბრუნებაც ჩვენთვის სასიხარულოა. ახალგაზრდა შემტევებთან მუშაობის მხრივ კარგი რეპუტაცია გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ნიკოლოზი კლუბში ყოფნისას ბევრ რამეს ისწავლის. როგორც ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელის შემთხვევაში, ამჯერადაც მოთმინებაა საჭირო, თუმცა მას კარგი თვისებები აქვს. მისი განვითარებით ძალიან კმაყოფილები ვართ და გვიხარია, რომ ჩვენთანაა“, – განაცხადა „უოტფორდის“ სპორტულმა დირექტორმა.