ფეხბურთი | ნიკო უილიამსს სეზონის დარჩენილი ნაწილისა და მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT

15:37, 29.01.2026

„ბილბაოს“ გარემარბს, ნიკო უილიამსს ისევ აწუხებს ტკივილი საზარდულის არეში.

ფეხბურთელის ფიზიკური მდგომარეობა კრიტიკული პრობლემა გახდა ესპანური კლუბისთვის, – წერს გაზეთი Marca. 23 წლის ფეხბურთელი შორს არის თავისი საუკეთესო ფიზიკური ფორმისგან სწორედ საზარდულის ტრავმის გამო, რაც გასული სეზონიდან აწუხებს.

ესპანელი ძალიან შეწუხებულია თავისი მდგომარეობით. ოპერაციის ჩატარება ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა უკიდურეს ზომად განიხილება, რადგან ამ შემთხვევაში აღდგენა ორ თვეზე მეტს დაიკავებს.

აღნიშნავენ, რომ დღევანდელ დღემდე კონსერვატიულ მკურნალობას შედეგი არ მოუტანია. უილიამსმა გარკვეული დრო მატჩების გარეშე გაატარა და აღდგენისთვის და პროფილაქტიკისთვის სპეციფიკურ რეკომენდაციებს მისდევდა იქამდე, სანამ მინდორზე დაბრუნდებოდა. თუმცა ტკივილი არ გადის, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ფეხბურთელისთვის სეზონის დარჩენილ ნაწილს. გარდა ამისა, ამ პრობლემამ შეიძლება ხელი შეუშალოს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე უილიამსის გამოსვლას.

ნიკო უილიამსმა ადრე უკვე გამოტოვა ესპანეთის სუპერთასის მატჩები, მხოლოდ სამჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე მონაწილეობა მიიღო ლა ლიგას 17 მატჩში და ოთხი გოლი გაიტანა.

მსგავსი