ფეხბურთი | ნიკა კაჭარავა ეროვნული ლიგიდან უზბეკეთში გადავიდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში სეზონის დასრულების შემდეგ საქართველო იმდენმა ფეხბურთელმა დატოვა, რომ „ტრანსფერმარკტზე“ გუნდების ჯამური ფასი 10 მილიონი ევროთი შემცირდა.
დეკემბრის ბოლოს ანალიტიკური სამენეჯერო პორტალი ეროვნული ლიგის გუნდების მოთამაშეთა ჯამურ ღირებულებას 38 მილიონ ევროდ აფასებდა, ახალი წლიდან კი ეს მაჩვენებელი 28.25 მილიონ ევრომდე შემცირდა.
საქართველოდან ბევრი მოთამაშე წავიდა უზბეკეთში – გორის „დილის“ ლიდერის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის შემდეგ (რომელიც კარიერას „ანდიჟანში“ გააგრძელებს) ამ ქვეყნის ჩემპიონატში ნიკა კაჭარავა და მიხეილ ბაშელეიშვილიც გადავიდნენ.
კაჭარავა საგარეჯოს „გარეჯიდან“ უზბეკეთის სუპერლიგის „ბუხარაში“ ითამაშებს, ამავე გუნდში ჩაირიცხა ნახევარმცველი მიხეილ ბაშელეიშვილიც, რომელიც ბოლოს „თელავში“ გამოდიოდა.