ფეხბურთი | ნიგერიის ნაკრებმა აფრიკის თასზე მერვედფინალის საგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

მაროკოში მიმდინარე აფრიკის ერთა თასზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გრძელდება. ტურნირის მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა ერთ-ერთმა ფავორიტმა, ნიგერიის ნაკრებმა.

C ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში „სუპერ არწივებმა“ ტუნისის ნაკრები დრამატულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხეს. ტუნისელთა კარში გოლები ვიქტორ ოსიმენმა, ადემოლა ლუკმენმა და ვილფრიდ ნდიდიმ გაიტანეს.

ტურნირზე კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა, რომლებმაც სატურნირო ცხრილში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა.

C ჯგუფში უგანდამ და ტანზანიამ ქულები გაიყვეს – 1:1. ტანზანიელები მსუვას გოლით დაწინაურდნენ, თუმცა უჩე იკპეაზუმ 80-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. სწორედ ამ ფრემ ნიგერიას ჯგუფში პირველი ადგილი მოუტანა.

D ჯგუფში სენეგალისა და კონგოს დემოკრატიული ნაკრებების მატჩიც 1:1 დასრულდა. სადიო მანეს გოლის მიუხედავად, სენეგალელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ბაკამბუმ ანგარიში გაათანაბრა. ორივე გუნდს 4-4 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერებად რჩებიან.

ამავე ჯგუფში ბენინმა ბოტსვანას 1:0 სძლია და ბოლო ტურის წინ 3 ქულით პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.