ფეხბურთი | ნიგერია და ეგვიპტე აფრიკის თასის მეოთხედფინალში გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
მაროკოში გრძელდება აფრიკის კონტინენტის მთავარი საფეხბურთო ტურნირი – აფრიკის ერთა თასი.
ტურნირზე კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. ნიგერიის ნაკრებმა მოზამბიკი დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. ორი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, ერთი – ადემოლა ლუკმენმა, ერთიც – აკორ ადამსმა. ლუკმენმა შევედრაში ასევე შეასრულა ორი საგოლე გადაცემა.
ეგვიპტემ დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა ბენინი. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ანგარიში ეგვიპტელმა მარვან ატიამ გახსნა, ხოლო ჯოდელ დოსუმ ძირითადი დროის მიწურულს წონასწორობა აღადგინა.
დამატებით დროში ეგვიპტეს გამარჯვება იასერ იბრაჰიმმა და მოჰამედ სალაჰმა მოუტანეს.
მეოთხედფინალში ნიგერია ალჟირსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ეგვიპტის მეტოქე კოტ დ’ივუარსა და ბურკინა ფასოსის შორის გამარჯვებული იქნება.
აფრიკის თასი 2025 | 6 იანვარს გასამართი მერვედფინალები:
ალჟირი – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 20:00 საათი
კოტ დ’ივუარი – ბურკინა ფასო | 23:00 საათი