ფეხბურთი | ნ’გოლო კანტე საუდის არაბეთიდან „ფენერბახჩეში“ გადავიდა #1TVSPORT
საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადის“ ფრანგი ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელი გახდა, – ამტკიცებს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
აღნიშნავენ, რომ მხარეებმა 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმეს კონტრაქტი.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ აღნიშნული ტრანსფერი გაცვლის შედეგად უნდა განხორციელებულიყო – საპირისპირო მიმართულებით გაემგზავრებოდა „ფენერბახჩეს“ ფორვარდი იუსეფ ენ-ნესირი.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მხარეები პრობლემებს წააწყდნენ გარიგების გაფორმებისას, მაგრამ ახლა ფიფა-მ „ფენერბახჩეს“ ტრანსფერის განხორციელების უფლება მისცა.