ფეხბურთი | ნ’გოლო კანტე ერთ ნაბიჯშია „ფენერბახჩეში“ გადასვლასთან #1TVSPORT
ფეხბურთი | ნ’გოლო კანტე ერთ ნაბიჯშია „ფენერბახჩეში“ გადასვლასთან #1TVSPORT

თურქული „ფენერბახჩე“ აგრძელებს მოლაპარაკებებს 34 წლის საყრდენ ნახევარმცველთან, ნ’გოლო კანტესთან, რომელიც ამ მომენტისთვის საუდის არაბეთის კლუბ „ალ-იტიჰადში“ თამაშობს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

„კონტრაქტის პირად პირობებზე შეთანხმება კანტესა და „ფენერბახჩეს“ შორის თითქმის მიღწეულია. სამშაბათს გამართული შეხვედრა ძალიან პოზიტიური აღმოჩნდა.

ამასთან, გრძელდება მოლაპარაკებები „ალ-იტიჰადთან“. უფასო წასვლა არ განიხილება – „ალ-იტიჰადი“ ფეხბურთელისთვის კომპენსაციას მოითხოვს“, – დაწერა რომანომ.

ნ’გოლო კანტე „ალ-იტიჰადში“ 2023 წლიდან თამაშობს, როცა ამ გუნდში „ჩელსიდან“ თავისუფალი აგენტის რანგში გადავიდა. საუდის არაბეთის კლუბში მან 101 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. კანტეს მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება.