ფეხბურთი | ნეიმარმა შეიძლება კარიერა „ფლამენგოში“ გააგრძელოს #1TVSPORT
ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა, შესაძლოა, „სანტოსი“ დატოვოს და კარიერა ბრაზილიის სხვა კლუბში გააგრძელოს, – წერს ესპანური გაზეთი Marca.
„სანტოსში“ სურთ თავის აღზრდილთან კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი სეზონით, და მოლაპარაკებები მხარეებს შორის წარმატებით მიმდინარეობს.
თუმცა, ასევე ნეიმარის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს „ფლამენგო“. ბრაზილიის ჩემპიონის რიგებში რამდენიმე ფეხბურთელი ცდილობს დაარწმუნოს ვარსკვლავი იმაში, რომ მან „ფლამენგოსთან“ გააფორმოს კონტრაქტი, რაც დაეხმარება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის საუკეთესო ფორმაში შესასვლელად.