ფეხბურთი | ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - ბუნდესგუნდში ორი დებიუტანტია #1TVSPORT
ფეხბურთი | ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - ბუნდესგუნდში ორი დებიუტანტია #1TVSPORT

გერმანიის ეროვნული ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – „ბუნდესგუნდი“ 27 მარტს ბაზელში შვეიცარიას ესტუმრება, 30 მარტს კი შტუტგარტში განის ნაკრებს უმასპინძლებს.

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ორი დებიუტანტია: „ბაიერნის“ ფეხბურთელები – 22 წლის მეკარე იონას ურბიგი და 18 წლის ლენარტ კარლი.

გერმანიის ნაკრები:

მეკარეები: ოლივერ ბაუმანი („ჰოფენჰაიმი“), ალექსანდერ ნიუბელი („შტუტგარტი“), იონას ურბიგი („ბაიერნი“).

მცველები: ვალდემარ ანტონი („დორტმუნდი“), ნათანიელ ბრაუნი („აინტრახტი“), პასკალ გროსი („დორტმუნდი“), იოზუა კიმიხი („ბაიერნი“), ალექსანდერ პავლოვიჩი („ბაიერნი“), დავიდ რაუმი („ლაიფციგი“), ანტონიო რიუდიგერი („რეალი“), ნიკო შლოტერბეკი („დორტმუნდი“), ანტონ შტახი („ლიდსი“), ჯონათან ტაა („ბაიერნი“), მალიკ ტიაუ („ნიუკასლი“), ჯოშა ვაგნომანი („შტუტგარტი“).

ნახევარმცველები: სერჟ გნაბრი („ბაიერნი“), ლეონ გორეტცკა („ბაიერნი“), ლენარტ კარლი („ბაიერნი“), ჯეიმი ლეველინგი („შტუტგარტი“), ფელიქს ნმეჩა („დორტმუნდი“), ლეროი სანე („გალათასარაი“), კევინ შადე („ბრენტფორდი“), ფლორიან ვირტცი („ლივერპული“).

თავდამსხმელები: დენის უნდავი („შტუტგარტი“), ნიკო ვოლტემადე („ნიუკასლი“), კაი ჰავერტცი („არსენალი“).