ფეხბურთი | მუსელიანის მიერ გატანილი ბურთით „პარალიმნი“ კვიპროსის თასის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
ფეხბურთი | მუსელიანის მიერ გატანილი ბურთით „პარალიმნი“ კვიპროსის თასის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT

ზურაბ მუსელიანმა კვიპროსის თასის შეხვედრაში „ახნასს“ გაუტანა და „პარალიმნი“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა – 2:1.

მერვედფინალურ დაპირისპირებაში „პარალიმნი“ მე-7 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ „ახნასმა“ წონასწორობა 37-ე წუთზე აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მატჩის ბედი 84-ე წუთზე გადაწყდა. „პარალიმნის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ზურაბ მუსელიანმა (რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 87 წუთი ითამაშა) სტუმრები შესანიშნავი თავური დარტყმით დააწინაურა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ზურაბ მუსელიანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა.