ფეხბურთი | მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის მატჩების წინ იტალიის ნაკრებს ფედერიკო კიეზა გამოაკლდა #1TVSPORT
იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ფედერიკო კიეზამ ტრავმის გამო ნაკრების საწვრთნელი ბაზა დატოვა და მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ „ლივერპულის“ ფეხბურთელის ნაცვლად ეროვნულ გუნდში „ბოლონიის“ მოთამაშე ნიკოლო კამბიაგის უხმო.
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იტალია მუნდიალის პლეიოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ფინალური მატჩი უელსსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის მოგებულთან ელის.
იტალიამ 2018 და 2022 წლების მუნდიალების ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა.