ფეხბურთი | მოჰამედ სალაჰმა, შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს #1TVSPORT

13:37, 11.02.2026

„ლივერპულის“ ეგვიპტელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა, შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს, – ინფორმაციას გამოცემა Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეგვიპტელი თავდამსხმელი მზად არის საუდის პრო ლიგაში გადასასვლელად, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს მსგავსი წინადადება უარყო. წყაროს ცნობით, „ალ-იტიჰადსა“ და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

არაბულმა კლუბმა კარიმ ბენზემა და ნ’გოლო კანტე დაკარგა, სეზონი წარუმატებლად დაასრულა და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. ბენზემას პოტენციურ შემცვლელად კი სწორედ სალაჰი განიხილება.

მსგავსი