ფეხბურთი | მოჰამედ სალაჰი „ლივერპულის“ განაცხადში ბრუნდება - მწვრთნელთან კონფლიქტი ამოწურულია #1TVSPORT
ფეხბურთი | მოჰამედ სალაჰი „ლივერპულის“ განაცხადში ბრუნდება - მწვრთნელთან კონფლიქტი ამოწურულია #1TVSPORT

მოჰამედ სალაჰსა და „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს, არნე სლოტს შორის ურთიერთობაში არსებული დაძაბულობა დასრულებულია და პრემიერლიგის მომდევნო ტურში ეგვიპტელი ფეხბურთელი გუნდის განაცხადში იქნება, – ამის შესაებ ბრიტანული მედია წერს.

Telegraph-ის ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰმა და ნიდერლანდელმა სპეციალისტმა შეთანხმებას მიაღწიეს და საერთო ენა გამონახეს.

„ლივერპული“ მომდევნო მატჩს „ბრაიტონთან“ გამართავს. როგორც „ტელეგრაფი“ წერს, სიტუაციის განმუხტვაში მნიშვნელოვანი წვლილი გუნდის კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა შეიტანა.

მხარეებს შორის უთანხმოება მას შემდეგ გაჩნდა, რაც სალაჰმა კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ლივერპული“ ყველა წარუმატებლობის პასუხისმგებლობას მას აკისრებდა.