ფეხბურთი | მხოლოდ გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა – „მეცისა“ და „რენის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

22:53, 22.03.2026

გიორგი წიტაიშვილმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა „მეცში“, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში „რენს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი იყო და 85 წუთი ითამაშა, გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია კი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდნენ თვალს. საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.

„მეცი“ 14 ქულით საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე პლეიოფის ზონას 8 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი