ფეხბურთი | მიუნხენის „ბაიერნი“ ჰარი კეინთან გაუმჯობსებული კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს #1TVSPORT

16:15, 11.03.2026
MIAMI GARDENS, FLORIDA - JUNE 20: Harry Kane #9 of Bayern Munich runs on the field during the FIFA Club World Cup 2025 group C match between FC Bayern Munich and CA Boca Juniors at Hard Rock Stadium on June 20, 2025 in Miami Gardens, Florida. (Photo by Andrew J. Clark/ISI Photos/ISI Photos via Getty Images)

მიუნხენის „ბაიერნი“ ჰარი კეინისთვის კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს, – ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრეზენმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ინგლისელი თავდამსხმელის ოჯახთან შესაძლო ახალი შეთანხმების შესახებ. კეინის მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა კეინს დიდად აფასებს არა მხოლოდ მისი მაღალი დონის თამაშის, არამედ პროფესიონალიზმისა და პიროვნული თვისებების გამოც. „ბაიერნში“ მიაჩნიათ, რომ თავდამსხმელი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და მზად არიან, მას გაუმჯობესებული ფინანსური პირობები შესთავაზონ.

„ბაიერნში“ გადასვლის შემდეგ კეინმა ყველა ტურნირზე, ჯამში, 133 შეხვედრა ჩაატარა – ამ პერიოდში მან 130 გოლი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი