ფეხბურთი | მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - გოჩოლეიშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა ესპანეთში, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა „ვილიარეალისთვის“, რომელიც გასვლაზე „ხეტაფესთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი გაიტანა, ამას გარდა მის ანგარიშზე ოთხი საგოლე გადაცემაა.

გერმანიის ბუნდესლიგაში თავი გამოიჩინა გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელიც „ჰამბურგის“ შემადგენლობაში ბერლინის „უნიონთან“ მატჩში მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა, ხოლო 82-ე წუთზე ქართველი მცველის გადაცემით კონიგსდორფერმა გამარჯვების გოლი გაიტანა – „ჰამბურგმა“ 3:2 მოიგო და მე-9 ადგილზეა.

ინგლისის ჩემპიონშიფშიუოტფორდი“ სტუმრად „პრესტონს“ დაუზავდა – 2:2. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში საბა გოგლიჩიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ერთდროულად გამოჩდნენ. ჩაკვეტაძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, გოგლიჩიძე – 61-ე წუთზე.