ფეხბურთი | მიქაუტაძემ პენალტი გამოიყენა - „ვილიარეალი“ ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზეა #1TVSPORT
ფეხბურთი | მიქაუტაძემ პენალტი გამოიყენა - „ვილიარეალი“ ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზეა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ესპანეთის თასის 1/32-ფინალში „ანტონიანო“ სტუმრად დაამარცხა და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

რანგით მეხუთე ლიგის (სეგუნდა RFEF) წარმომადგენელთან „ვილიარეალი“ სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებულ ტაიმებშიც გოლი არ გასულა, გამარჯვებული კი პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელიც „ვილიარეალმა“ 5:3 მოიგო.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა 67-ე წუთზე. პენალტების სერიაში მან მესამე დარტყმა ზუსტად შეასრულა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.