ფეხბურთი | „მილანი“ ზაფხულში ლეონ გორეტცკას გაიფორმებს #1TVSPORT
„მილანმა“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით, შესაძლოა, ლეონ გორეტცკა გაიფორმოს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „მილანი“ სერიოზულად განიხილავს „ბაიერნის“ ნახევარმცველის დამატების ვარიანტს. 30 წლის ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. იტყობინებიან, რომ მიუნხენური კლუბი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს კონტრაქტის გაგრძელებაზე, რადგან ფეხბურთელი არ თანხმდება ხელფასის შემცირებას, რომელიც დღეს წელიწადში 7 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ სეზონში გორეტცკამ „ბაიერნის“ რიგებში 15 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ერთი გოლი გაიტანა.