ფეხბურთი | მესის გოლმა და სამმა გადაცემამ „ინტერ მაიამი“ კონფერენციის ფინალში გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT
ფეხბურთი | მესის გოლმა და სამმა გადაცემამ „ინტერ მაიამი“ კონფერენციის ფინალში გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT

MLS-ში გაიმართა პლეი ოფის მეოთხედფინალური მატჩი „ცინცინატისა“ და „ინტერ მაიამის“ შორის.

შეხვედრა სტუმრებმა 4:0 მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესი გახდა, რომელმაც გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. არგენტინელის პასებით თავი გამოიჩნეს მატეო სილვეტიმ და ტადეო ალიენდემ (ორჯერ).

მესიმ ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა, სულ კი MLS-ის მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 35 გოლი და 20 შედეგიანი პასი აქვს.

ნახევარფინალში „ინტერ მაიამი“ „ნიუ იორკ სიტის“ შეხვდება.