ფეხბურთი | მექვაბიშვილმა თურქულ შეკრებაზე „ქონიასფორს“ ჯარიმა გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ფეხბურთი | მექვაბიშვილმა თურქულ შეკრებაზე „ქონიასფორს“ ჯარიმა გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ანზორ მექვაბიშვილმა შესანიშნავად დაიწყო 2026 წელი – მის მიერ გატანილი ბურთით კრაიოვას „უნივერსიტატეამ“ ამხანაგურ მატჩში თურქული „ქონიასფორი“ 1:0 დაამარცხა.

რუმინული გუნდი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერია, 2 იანვრიდან თურქეთში ემზადება.

ქონიასფორთან“ მატჩში ქართველი ნახევარმცველი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და 52-ე წუთზე ეფექტური საჯარიმო დარტყმით „უნივერსიტატეას“ გამარჯვება მოუტანა.

კრაიოველები შემდეგ საკონტროლო შეხვედრას 10 იანვარს „შტუტგარტის“ სარეზერვო გუნდთან გამართავენ, ხოლო რუმინეთის ჩემპიონატს 19 იანვარს „პეტროლულთან“ მატჩით განაახლებენ.