ფეხბურთი | მექვაბიშვილმა რუმინეთის ჩემპიონატში გაიტანა - „უნივერსიტატეამ“ „კლუჟი“ დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების წევრმა, ანზორ მექვაბიშვილმა რუმინეთის სუპერლიგაში კარგი თამაში ჩაატარა, გოლი გაიტანა და კრაიოვის „უნივერსიტატეას“ საჩემპიონო ჯგუფში უშუალო კონკურენტის, „კლუჟის“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:0.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა. 41-ე წუთზე ძლიერი დარტყმით ბურთი ხარიხას მოარტყა, 56-ე წუთზე კი შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა – მექვაბიშვილმა (პირველ ტაიმში გააფრთხილეს) საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.7 ქულა დაიმსახურა.
რუმინეთის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფში „კლუჟი“ და „უნივერსიტატეა“ 36-36 ქულით (რეგულარულ სეზონში მოპოვებული ქულები განახევრდა) პირველ-მეორე ადგილზე არიან, ანზორ მექვაბიშვილის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში ორი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემაა.