ფეხბურთი | მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
ფეხბურთი | მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT

კრაიოვას „უნივერსიტატეა“, სადაც ანზორ მექვაბიშვილი თამაშობს,​ ბუქარესტში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, „დინამოს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1.

ქართველი ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. „უნივერსიტატეამ“ 50 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა.

დანიის ჩემპიონატში ლუკა ლაცაბიძისა და გიორგი ტაბატაძის „ვეილე“ უშუალო კონკურენტს, „ფრედერისიას“ დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. ქართველებიდან სამატჩო განაცხადში მხოლოდ ლაცაბიძე მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.

ისრაელის ჩემპიონატის 22-ე ტურში ლუკა გადრანის იერუსალიმის „ბეითარი“ „ბეერ შევას“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, „ბეითარი“ კი კონკურენტს უკვე ოთხი ქულით ჩამორჩა.

სანდრო ალთუნაშვილის ჰაიფასჰაპოელი“ საშინაო მატჩში „აშდოდთან“ 0:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.