ფეხბურთი | მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ კონკურენტი დაამარცხა და პირველ ადგილზეა - გადრანის „ბეითარი“ ლიდერობას ინარჩუნებს #1TVSPORT
ფეხბურთი | მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ კონკურენტი დაამარცხა და პირველ ადგილზეა - გადრანის „ბეითარი“ ლიდერობას ინარჩუნებს #1TVSPORT

რუმინეთის სუპერლიგაში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა კრაიოვის „უნივერსიტატეამ“, სადაც ანზორ მექვაბიშვილი თამაშობს, ბუქარესტის „დინამო“ მიიღო და 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე შეცვალეს. კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ 45 ქულა დააგროვა, „კლუჟს“ (42) გადაასწრო და პირველ ადგილზეა.

ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება ისრაელშიც – ლუკა გადრანის იერუსალიმის „ბეითარმა“ თელ ავივის „მაკაბის“ 4:2 სძლია. ქართველმა მცველმა 88 წუთი ითამაშა. ამ გამარჯვებით იერუსალიმის გუნდმა ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

უნგრეთში ილია ბერიაშვილის მტკ შინ „ნირეგიჰაზას“ დაუზავდა – 1:1. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი ბერიძისა და დავით კობოურისუიპეშტი“ საკუთარ მოედანზე „ფერენცვაროშთან“ 0:5 დამარცხდა – ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქართველების გუნდებმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.