ფეხბურთი | მექვაბიშვილი რუმინეთის თასის ფინალში ითამაშებს - „უნივერსიტატეამ“ ბუქარესტის „დინამო“ პენალტების სერიაში დაამარცხა #1TVSPORT
ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ“ რუმინეთის თასის ნახევარფინალში ბუქარესტში, „ნაციოანლ სთედიუმზე“ ბუქარესტის „დინამო“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ნახევარფინალის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. დამატებით დროში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ კრაიოველებმა შეასრულეს, 4:1 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.
ფინალში „უნივერსიტატეა“ „კლუჟს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში „არჯესი“ ასევე პენალტების სერიაში დაამარცხა.