ფეხბურთი | „მეცში“ გიორგი ქვილითაიას დებიუტი შედგა – ფრანგული კლუბის შემადგენლობაში სამივე ქართველმა ითამაშა #1TVSPORT

01:56, 07.02.2026

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩში „მეცმა“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელს, „ლილს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0.

მეცის“ სამატჩო განაცხადში ერთდროულად სამი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა და სამივემ ითამაშა – გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია შეცვლაზე შევიდნენ – ქვილითაიამ ტოპლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა „ფრაიბურგის“ შემდეგ, როდესაც ტოპ-5 საფეხბურთო ლიგის მატჩში, ერთ გუნდში ამდენი ქართველი თამაშობდა.

31 ტურის შემდეგ „მეცი“ 13 ქულით ბოლო ადგილზეა.

მსგავსი