ფეხბურთი | „მეცი“ შინ „ლიონს“ შეხვდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
ფეხბურთი | „მეცი“ შინ „ლიონს“ შეხვდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ „ლიონს“ უმასპინძლა და უხვგოლიანი შეხვედრა 2:5 დათმო.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან ძირითად შემადგენლობაში წიტაიშვილი იყო, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, აბუაშვილი კი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა.

ლიონმა“ შეხვედრის ბედი პირველი ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც 4:1 მოიგო. „მეცმა“ მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა და 19 ტურის შემდეგ 12 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.