ფეხბურთი | მატეტა ახლოს არის „მილანში“ გადასვლასთან #1TVSPORT

07:02, 31.01.2026

„მილანი“ ახლოს არის „კრისტალ პალასთან“ შეთანხმებასთან ლონდონური კლუბიდან ჟან-ფილიპ მატეტას შეძენაზე.

როგორც ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი (680 ათასი გამომწერი X-ზე) სოციალურ ქსელში წერს, 28 წლის ფეხბურთელთან ზეპირი შეთანხმება მიღწეულია და კლუბებს რჩებათ ტრანსფერის თანხაზე მოლაპარაკება.

მატეტამ 2025-26 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი