ფეხბურთი | მარტინ ზუბიმენდი - საქართველოს ნაკრებს კვარაცხელიასთან ერთად ძალიან სახიფათოდ მოქმედება შეუძლია #1TVSPORT
ფეხბურთი | მარტინ ზუბიმენდი - საქართველოს ნაკრებს კვარაცხელიასთან ერთად ძალიან სახიფათოდ მოქმედება შეუძლია #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, მარტინ ზუბიმენდიმ საქართველოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრებიდან რამდენიმე ფეხბურთელს გამოვარჩევ – ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძეს, გიორგი მამარდაშვილს, თუმცა მთავარია, როგორ ითამაშებს გუნდი.

წინა მატჩების მიხედვით ჩანს, რომ საქართველოს კარგი მენტალიტეტი და შეტევითი პოტენციალი აქვს. ამ ნაკრებს კვარაცხელიასთან ერთად ძალიან სახიფათოდ მოქმედება შეუძლია, ამიტომ ჩვენი თამაშის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ.

რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი დასრულებულა და იმედი მაქვს, მალე ერთად აღვნიშნავთ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას“, – განაცხადა ზუბიმენდიმ.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი „დინამო არენაზე“ 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.