ფეხბურთი | „მარსელმა“ პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ითან ნვანერი გაიფორმა #1TVSPORT
„მარსელმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „არსენალიდან“ შემტევი ნახევარმცველის ითან ნვანერის ტრანსფერის შესახებ.
18 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში იჯარის წესით 2025-26 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
2022 წლის სექტემბერში ნვანერი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა პრემიერლიგის ისტორიაში. მისი დებიუტი 15 წლისა და 181 დღის ასაკში შედგა.
ამ სეზონში ნვანერიმ „არსენალში“ 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.