ფეხბურთი | მაროკო და კამერუნი აფრიკის თასის მეოთხედფინალში ითამაშებენ [ვიდეო] #1TVSPORT

მაროკოში გრძელდება აფრიკის კონტინენტის მთავარი საფეხბურთო ტურნირი – აფრიკის ერთა თასი.

ტურნირზე კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა. მასპინძელმა მაროკოს ნაკრებმა ტანზანიას 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე ბრაჰიმ დიასმა გაიტანა, მან აშრაფ ჰაკიმის გადაცემა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ დიასისთვის ეს გოლი ტურნირზე მეოთხე იყო და ის ბომბარდირთა დავის ლიდერია.

კამერუნის ნაკრებმა 2:1 სძლია სამხრეთ აფრიკას. ჟუნიორ ჩამადეუმ კამერუნელები მატჩის 34-ე წუთზე დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე, 47-ე წუთზე უპირატესობა ორბურთიანი მიკელ კრისტიან კოფანემ გახადა. ერთადერთი გოლი სამხრეთაფრიკელთა მხრიდან 88-ე წუთზე ევიდენს მაგკოპამ გაიტანა.

მეოთხედფინალში კამერუნი და მაროკო 9 იანვარს ითამაშებენ, მატჩი რაბათში შედგება.

აფრიკის თასი 2025 | 5 იანვარს გასამართი მერვედფინალები:

ეგვიპტე – ბენინი | 20:00 საათი
ნიგერია – მოზამბიკი | 23:00 საათი