ფეხბურთი | მარიო ბალოტელი პირველად ითამაშებს არაევროპულ კლუბში #1TVSPORT
ცნობილი გახდა, სად გააგრძელებს კარიერას იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი მარიო ბალოტელი.
ინტერნეტში გავრცელდა 35 წლის ფეხბურთელის ფოტო არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ „ალ-იტიფაკის“ მაისურით. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, ბალოტელიმ დუბაის კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ასე რომ, იტალიელი კარიერაში პირველად ითამაშებს ევროპის ფარგლებს გარეთ.
ბალოტელის ბოლო კლუბი იყო „ჯენოა“, რომელიც 2025 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.