ფეხბურთი | „მანჩესტერ სიტიმ“ მარკ გეჰის ტრანსფერის თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
„კრისტალ პალასისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი მარკ გეჰი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, „სიტი“ 25 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ ლონდონურ კლუბს 20 მილიონ ფუნტს გადაუხდის.
გეჰის კონტრაქტი „კრისტალ პალასთან“ ივნისში სრულდებოდა და იანვარის სატრანსფერო „ფანჯარა“ ბოლო შესაძლებლობა იყო, კლუბს მის სანაცვლოდ გარკვეული თანხა მიეღო.
ინგლისელი ფეხბურთელის მიმართ „სიტის“ ინტერესი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც გუარდიოლას გუნდს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მცველი გამოაკლდა.
მარკ გეჰის შეძენა, „მანჩესტერ სიტის“ გარდა, „არსენალს“, „ლივერპულსა“ და „ნიუკასლს“ სურდათ. ინგლისის ნაკრების წევრი მანჩესტერული კლუბისთვის იანვარში მეორე მნიშვნელოვანი შენაძენია, რამდენიმე დღის წინ კლუბმა „ბორნმუთიდან“ ანტუან სემენიოც გაიფორმა.
🚨💣 BREAKING: Marc Guehi to Manchester City, HERE WE GO! 💙
Official proposal accepted by Crystal Palace right now — understand fee will be around £20m.
Guehi has ACCEPTED move to #MCFC.
Exclusive story, now confirmed. 🧨 pic.twitter.com/Vo4bKmyzCU
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 16, 2026