ფეხბურთი | „მანჩესტერ სიტი“ უახლოეს დღეებში მარკ გეჰის შეიძენს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიში“ მიაჩნიათ, რომ მათ აჯობეს „ლივერპულს“ „კრისტალ პალასის“ ცენტრალური მცველისთვის, მარკ გეჰისთვის ბრძოლაში. მერსისაიდელებმა ვერ მოახერხეს, ხელფასის ოდენობაზე მოლაპარაკებოდნენ ინგლისელ ფეხბურთელს. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა Mirror-მა.
წყაროს ცნობით, „სიტიში“ დარწმუნებულნი არიან, რომ უახლოეს დღეებში 30 მილიონ ფუნტად შეიძენენ 25 წლის მცველს. ხაზს უსვამენ იმას, რომ გეჰის სურვილი აქვს, ითანამშრომლოს მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან.
ამ სეზონში მარკ გეჰიმ ყველა ტურნირზე 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მას „კრისტალ პალასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.