ფეხბურთი | „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ 2025/2026 წლის სეზონში პირველი ტიტული მოიგო – ხოსეპ გუარდიოლას გაწვრთნილი გუნდი ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებულია.
ტურნირის ფინალში, ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალი“ 2:0 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული ისტორიაში მეცხრედ დაისაკუთრა.
შეხვედრაში ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ორივეჯერ თავი ნიკო ო’რაილიმ გამოიჩინა – მან გოლები მე-60 და 64-ე წუთებზე გაიტანა. შედეგად, მისმა დუბლმა გუარდიოლას ეპოქაში მანჩესტერულ გუნდს მე-19 ტიტული მოუტანა. უშუალოდ ლიგის თასზე გამარჯვებებით „სიტი“ მხოლოდ „ლივერპულს“ ჩამორჩება – 10 ტიტული.
„მანჩესტერ სიტი“ ასევე აგრძელებს ბრძოლას პირველობისთვის პრემიერლიგაში და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე.