ფეხბურთი | მაიკლ ქერიქმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ლუკას პაკეტას შეძენა სთხოვა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მაიკლ ქერიქი დაინტერესებულია „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველის, ლუკას პაკეტას გაფორმებით. როგორც გამოცემა indykaila News-ი ამტკიცებს, „იუნაიტედის“ დამრიგებელმა სთხოვა ხელმძღვანელობას – განიხილოს 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობა.
ESPN-ის ინფორმაციით, თავად ლუკას პაკეტა ითხოვს „ფლამენგოში“ გაყიდვას და უარიც კი თქვა „ვესტ ჰემში“ ბოლო მატჩში თამაშზე, მაგრამ ლონდონურმა კლუბმა არ მიიღო „ფლამენგოს“ 30-მილიონიანი წინადადება.
ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენის პრეტენდენტია ასევე „ტოტენჰემიც“.
ამ სეზონში პაკეტას ანგარიშზე პრემიერლიგის 18 მატჩში ოთხი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემაა.