ფეხბურთი | მადრიდის „რეალს“ ტიბო კურტუა რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა ტრავმის გამო დაახლოებით ექვსი კვირით იუქმებს. მან დაზიანება „მანჩესტერ სიტისთან“ საპასუხო მატჩში მიიღო.
ბელგიელმა კარის დარაჯმა დისკომფორტი კუნთში ჯერ კიდევ მატჩისწინა გახურებისას იგრძნო, თუმცა, მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა. შესვენების შემდეგ კი მისი ადგილი უკრაინელმა ანდრეი ლუნინმა დაიკავა.
„რეალის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, კურტუას მარჯვენა ბარძაყის კუნთი აწუხებს.
შედეგად, კურტუა რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამოტოვებს – მათ შორის 22 მარტს „ატლეტიკოსთან“ ლა ლიგის მატჩს, ასევე 7 და 15 აპრილს „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებებს.
ბელგიელი მეკარე „რეალში“ 2018 წლიდან ასპარეზობს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.