ფეხბურთი | მადრიდის „რეალს“ ორი ვარსკვლავი დატოვებს – ხელმძღვანელთა მოთმინება ამოიწურა #1TVSPORT

09:35, 06.12.2025

ინტერნეტგამოცემა The Athletic-ის მონაცემებით, მადრიდის „რეალი“ განიხილავს ნებისმიერ წინადადებას ფორვარდ როდრიგოსთან დაკავშირებით.

ზაფხულში „რეალმა“ დააწესა ქვედა ზღვარი 100 მილიონი ევროს ოდენობით და არ აწარმოებდა მოლაპარაკებებს კლუბებთან, რომლებიც არ იყვნენ მზად ბრაზილიელში საჭირო თანხა გადაეხადათ.

უფრო ადრე ფორვარდის მიმართ ინტერესს გამოთქვამდნენ „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“ და „არსენალი“, მაგრამ კონკრეტული მოლაპარაკებები არ ყოფილა.

როდრიგოს 30-მატჩიანმა უგოლო სერიამ აიძულა „რეალი“ მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება – ბრაზილიელი დატოვებს „სამეფო კლუბს“.

გარდა ამისა, მადრიდელებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ზაფხულში გამოეთხოვებიან დავიდ ალაბას.

მსგავსი