ფეხბურთი | მადრიდის „რეალმა“ ჯუდ ბელინგემი ერთი თვით დაკარგა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, რომელმაც „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ მატჩში კუნთის ტრავმა მიიღო, სამედიცინო შემოწმება გაიარა.
პირველ წუთებზე ინგლისელმა აჩქარება გააკეთა და მარცხენა ბარძაყი დაიზიანა. 22 წლის ნახევარმცველმა შეცვლა მოითხოვა. მინდვრის დატოვებისას ბელინგემმა ცრემლები ვერ შეიკავა.
„გამოკვლევის შემდეგ, რომელიც მადრიდის „რეალის“ სამედიცინო სამსახურმა ჩაატარა, ჯუდ ბელინგემს მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა დაუდგინდა. მისი მდგომარეობა შეფასდება აღდგენის მიმდინარეობისას“, – წერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.
პრესის მონაცემებით, ბელინგემი დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ბელინგემმა ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.