ფეხბურთი | მადრიდის „რეალი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მიერ ბოლო პერიოდში დაფიქსირებული შედეგების გამო მთავარ მწვრთნელზე, არვალო არბელოაზე ზეწოლა დღითი დღე იზრდება და ფლორენტინო პერესი უკვე ალტერნატივებს განიხილავს, – ინფორმაციას გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „რეალის“ პრეზიდენტს მასიმილიანო ალეგრის ვარიანტი ყველაზე მეტად ხიბლავს და დიდი სურვილი აქვს, 2026/2027 წლების სეზონის წინ მისი გუნდი სწორედ იტალიელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.
ალეგრი ამჟამად „მილანის“ მთავარი მწვრთნელია და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა, წყაროს ცნობით, მადრიდელები ამ საკითხში პრობლემას ვერ ხედავენ.
„რეალმა“ ლა ლიგაში ზედიზედ ორი მატჩი წააგო და ლიდერ „ბარსელონას“ უკვე ოთხი ქულით ჩამორჩება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ „ხეტაფესთან“ წაგებული შეხვედრის (0:1) შემდეგ გულშემატკივართა ნაწილი ფლორენტინო პერესის წასვლასაც მოითხოვდა.