ფეხბურთი | მადრიდის „რეალი“ „კომოდან“ ნიკო პასის გამოსყიდვას აპირებს #1TVSPORT
„კომოს“ ნახევარმცველი ნიკო პასი ზაფხულში „რეალში“ დაბრუნდება.
როგორც ესპანური გაზეთი AS-ი ამტკიცებს, მადრიდელებმა 2026 წლის ზაფხულში ფეხბურთელის 9 მილიონ ევროდ გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ნაბიჯის შემდეგ მადრიდელები აღარ გაყიდიან 21 წლის ფეხბურთელს – ის გუნდში დარჩება.
აღნიშნავენ, რომ „კომო“ არ შეეწინააღმდეგება „რეალის“ ქმედებებს, ხოლო სხვა კლუბების ჩარევა გამორიცხულია.
ამ სეზონში პასმა იტალიის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა და 10 შედეგიანი მოქმედება შეასრულა.