ფეხბურთი | მადრიდის „ატლეტიკომ“ ადემოლა ლუკმენის ტრანსფერი შეათანხმა #1TVSPORT

14:24, 01.02.2026

ადემოლა ლუკმენი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, მხარეებს შორის შეთანხმება ყველა დეტალზე მიღწეულია. მადრიდული კლუბი „ატალანტას“ ფიქსირებულ 35 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსების სახით 5 მილიონი დაემატება.

ნიგერიელი ესპანურ გრანდთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. უახლოეს პერიოდში ლუკმენი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

აფრიკელი ფეხბურთელი „ატალანტას“ 2022 წელს შეუერთდა და იტალიურ გუნდთან ერთად 2024 წელს ევროპის ლიგის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი