ფეხბურთი | ლუკას პაკეტა „ფლამენგოში“ სარეკორდო თანხად დაბრუნდა #1TVSPORT
ბრაზილიელი ფეხბურთელი ლუკას პაკეტა კარიერას „ფლამენგოში“ გააგრძელებს. შემტევი ნახევარმცველი მშობლიურ კლუბში ექვსი წლის შემდეგ დაბრუნდა.
პაკეტა 2019 წელს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ „მილანს“ შეუერთდა, ამჯერად კი ბრაზილიაში დაბრუნება ინგლისური „ვესტ ჰემ იუნაიტედიდან“ შედგა. მის სანაცვლოდ ბრაზილიურმა კლუბმა სარეკორდო თანხა, 42 მილიონი ევრო გადაიხადა.
ახალ გუნდში პაკეტა 20-ნომრიან მაისურს მოირგებს. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2030 წლამდეა ძალაში.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ლუკას პაკეტამ 18 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.