ფეხბურთი | ლუკა ლოჩოშვილმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, გოჩოლეიშვილს არ უთამაშია #1TVSPORT
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ გასვლაზე „დარმშტადტს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და წაგების მიუხედავად, მაღალი შეფასება (7,0 ქულა) მიიღო.
გერმანიის ბუნდესლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „სანკტ პაულთან“ დერბიში ქულა მოიპოვა – 0:0. საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.
იტალიის სერია B-ში კი დაჩი ლორთქიფანიძის ახალმა გუნდმა „კარარეზემ“ შინ „ემპოლის“ უმასპინძლა და დამაჯერებლად სძლია – 3:0. „კრემონეზედან“ გადასული 21 წლის ქართველ ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.