ფეხბურთი | ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ სტუმრად ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მატჩში „ბოხუმს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1.
საქართველოს ნაკრების მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა. 87-ე წუთზე ლოჩოშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მისი თამაში 6.8 ქულით შეფასდა.
23-ე ტურის შეხვედრაში „ნიურნბერგი“ 38-ე წუთზე დაწინაურდა – ანგარიში ზომამ გახსნა. საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც „ბოხუმის“ ნახევარმცველმა, ონიეკამ პენალტი ზუსტად შეასრულა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ „ნიურნბერგს“ 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს ინარჩუნებს.