ფეხბურთი | ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ სტუმრად გაიმარჯვა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სტუმრად „ჰოლშტაინ კილი“ 3:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
26-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მიროსლავ კლოზემ ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ლოჩოშვილმა ნდობა გაამართლა და მცველებს შორის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
ქართველის გუნდმა მატჩი შესანიშნავად დაიწყო და იუსტვანის დუბლით (14, 22) სწრაფად დაწინაურდა – 2:0. თუმცა „ჰოლშტაინმა“ ტაიმის დასრულებამდე კაპრალიკის (29) და დავიდსენის (45+8) გოლებით ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში გუნდებმა უფრო ფრთხილად ითამაშეს და მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. 73-ე წუთზე ზომამ გაიტანა და გამარჯვება მოუტანა „ნიურნბერგს“, რომელიც 33 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.