ფეხბურთი | ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ „დრეზდენთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ „დრეზდენს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ნიურნბერგს“ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეიოფში მოხვედრის შანსი აღარ აქვს, „დრეზდენი“ კი მეორე ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძვის და მისთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს და მიზანს მიაღწიეს. „დრეზდენი“ 55-ე წუთზე კუდუსუს ავტოგოლით დაწინაურდა, 83-ე წუთზე კი სტუმართა უპირატესობა ბობზიენმა გაზარდა.
29 ტურის შემდეგ „ნიურნბერგს“ 37 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.