ფეხბურთი | ლუკა ლოჩოშვილი „კიკერმა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა #1TVSPORT

23:33, 24.11.2025

ლუკა ლოჩოშვილი მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული თერთმეტეული პოპულარულმა გერმანულმა გამოცემამ, „კიკერმა“ დაასახელა.

საქართველოს ნაკრებისა და „ნიურნბერგის“ მცველი ბილეფელდისარმინიასთან“ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მისმა გუნდმა მეტოქე საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა.

ეს „ნიურნბერგისთვის“ ზედიზედ მესამე მოგება იყო, რომლის შედეგადაც მიროსლავ კლოზეს გუნდი მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე გადავიდა.

მსგავსი