ფეხბურთი | ლუკა ლოჩოშვილი გერმანიაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
გერმანიის ბუნდესლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – შეხვედრა 0:0 დასრულდა.
მიუხედავად დიდი უპირატესობისა და შექმნილი მომენტებისა, „ჰამბურგმა“ მიზანს ვერ მიაღწია და შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ქართველი მცველი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც მიიღო – 7,0 ქულა.
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ კი გასვლაზე „ვოლსბურგთან“ ასევე ქულა მოიპოვა – მატჩი 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 22 ნოემბრის შემდეგ მუხლის ტრავმის გამო ვერ თამაშობს.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამორჩეული შეხვედრა ლუკა ლოჩოშვილმა ჩაატარა. მისმა „ნიურნბერგმა“ დაძაბულ მატჩში ერთ-ერთ ლიდერს, „ელფსბერგს“ 3:2 მოუგო. მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, ქართველი მცველი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს – მან 8,4 ქულა მიიღო.