ფეხბურთი | ლუკა გუგეშაშვილი კარიერას „ატრომიტოსში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ფეხბურთი | ლუკა გუგეშაშვილი კარიერას „ატრომიტოსში“ გააგრძელებს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა საბერძნეთის სუპერლიგაში გუნდი შეიცვალა და პაოკ-იდან იჯარით „ატრომიტოსში“ გადავიდა – ინფორმაცია გამოცემა Sort-fm-მა გაავრცელა. მოგვიანებით კი ტრანსფერი „ატრომიტოსმა“ ოფიციალურად დაადასტურა.

„„ატრომიტოსმაპაოკ-თან ლუკა გუგეშაშვილის იჯარაზე შეთანხმებას მიაღწია.

მას შემდეგ, რაც „სამპდორიამ“ გაეტანო კუკის გარიგების პირობები შეცვალა და მოლაპარაკება ჩაშალა, „ატრომიტოსმა“ სხვა ვარიანტებს მიმართა, სწრაფად იმოქმედა და პაოკ-თან ​იჯარაზე შეთანხმებას მიაღწია. გარიგების მიხედვით, 26 წლის ქართველი მეკარე ახალ გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება.

გუგეშაშვილი „პანსერაიკოსში“ შთამბეჭდავი სეზონის (33 მატჩი) შემდეგ გასულ ზაფხულს პაოკ-ში გადავიდა. თუმცა სალონიკის გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა (თასზე „ლევადიაკოსთან“).

ქართველი მეკარის კონტრაქტი პაოკ-თან 2028 წელს იწურება. კლუბმა მიზანშეწონილად მიიჩნია მისი სხვა კლუბში გადასვლა, სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება“, – აღნიშნულია sport-fm-ზე გამოქვეყნებულ წერილში.